საქართველოს მთიანეთში ძველთაგანვე არსებული ტრადიციის თანახმად, მორწმუნენიშეწირულობებით ამდიდრებდნენ ეკლესიებს. ამ ტრადიციის შედეგად სვანეთის ეკლესიებშიდაგროვილია მორწმუნეთა მიერ სხვადასხვა დროს შეწირული მდიდარი ისტორიული მნიშვნელობისმქონე მასალა ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთების, სამკაულების, სანადირო-საომარი იარაღის,ჯვარ-ხატების, ნანადირევის რქების, ნუმიზმატიკური ერთეულების, ხელნაწერების და სხვათა სახით.მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია, ნაწილი კი შემოტანილი. ხატისა და თემის რიდით ამსიმდიდრეს XX საუკუნემდე ხელს არავინ ახლებდა. ამჟამად ეკლესიებში არსებულ სიმდიდრესსახელმწიფო იცავს. ამ სიწმინდეების დიდი ნაწილი გამოფენილია დაბა მესტიაში სვანეთისისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელიკომპლექსებით, კოშკებით, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებითშემკული ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
საქართველო იმთავითვე წარმოადგენდა მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტერესთაშეჯახების პოლიგონს, მიმდინარეობდა გაუთავებელი ომები ქართული ტერიტორიების მიტაცებისა დასაქართველოზე მათი ჰეგემონიის გავრცელების მიზნით. ომების ეს ტალღა სვანეთამდეც აღწევდა.ამიტომ შემთხვევით არაა, რომ დროთა ვითარებაში სვანი კაცის საცხოვრისმა ციტადელის ფუნქციაშეიძინა.
სვანური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კოშკია. იგი წარმოადგენს 5X5 მკვეთის მქონე ოთხკუთხა წაკვეთილი ფორმის ქვით ნაშენებ პირამიდას, რომლის სიმაღლე 25 მეტრისფარგლებში მერყეობს. კოშკი 4 ან 5 სართულიანია. ზედა სართულზე დატანებულია სარკმელები,რომელთა შიგა ზომები გარეთაზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებს მხედველობის არეს დაზრდის კოშკის თავდაცვისუნარიანობას. ფერდობთან ახლოს აგებული კოშკი აუცილებლად წიბოთიაორიენტირებული ფერდობისაკენ. კოშკის სივრცული ორიენტაცია, საძირკვლის ნახევრად სფერულიფორმა და მასიურობა უზრუნველყოფს მის მდგრადობას, რაც არაერთხელ დადასტურებულა სვანეთშიმომხდარი სტიქიური მოვლენების (ზვავი, ღვარცოფი და სხვა) დროს.
სვანეთის ტერიტორიაზე საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი საგუშაგო –სათვალთვალო კოშკების სისტემა.საშიშროების შემთხვევაში პირველ კოშკზე ანთებდნენ სპეციალურად მომზადებულ თივას. ალისდანახვისას იგივე მეორდებოდა ყოველ მომდევნო კოშკზე და მთელი ხეობა სწრაფად მოდიოდა საომარმზადყოფნაში. შეზღუდული ხილვადობის შემთხვევაში სიგნალი გადაიცემოდა თოფის გასროლით.
გარდა ამისა, იყო მსხვილი საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც კავკასიონის უღელტეხილებსაკონტროლებდნენ. მსგავსი ნაგებობების ნანგრევები შერჩენილია, მაგალითად, მდინარე ტვიბერისხეობაში ორი კარიბჭის სახით.
სვანური საცხოვრებელი სახლი (მაჩუბი) დიდი ორსართულიანი შენობაა. პირველი სართულიგამოიყენებოდა საცხოვრებლად და პირუტყვის დასაბინავებლად, მეორე სართულზე ინახავდნენ თივას.სახლი თბებოდა შუაცეცხლით, აქვე მზადდებოდა საჭმელიც. როგორც წესი, სახლი მიდგმული იყოკოშკზე. ოჯახის წევრთა რაოდენობა ოცდაათს და ზოგჯერ ასსაც აღწევდა. დღემდე შემორჩენილიარამოდენიმე ასეთი მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსი. მაგალითად, მულახის თემში, ქალდანებისეზო-გარემო გარშემორტყმულია სამი მეტრი სიმაღლის გალავნით, ეზოში ამჟამადაც დგას ერთი კარგადშემონახული და ერთიც ნახევრად დანგრეული კოშკი, აგრეთვე ეკლესია უნიკალური ჯვარ-ხატებით დასიწმინდეებით. აქ აგრეთვე ყოფილა ერთი სამსართულიანი და ორი ორსართულიანი საცხოვრებელისახლი, პურეულის სალეწი კალო, დილეგები და საიდუმლო გვირაბი, რომელიც კომპლექსს გარესამყაროსთან აკავშირებდა. ანალოგიური საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გვხვდება დაბა მესტიაში დასოფ. ლატალში.
სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი.სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისად, მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია.სიმღერები ძირითადად ეძღვნება ლაშქრობებს, ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს, სახელოვანმეფეებს (მაგალითად თამარ მეფეს), ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვა. ბევრი სიმღერაქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს (მაგალითად “ლილე” – ეძღვნებამზის ღვთაებას, “ქალთიდი” და სხვა).
როცა სვანეთის ცის ქვეშ ამ სიმღერებს ისმენთ, შემორკალული ხართ თოვლიანი მთებით და იმყოფებითკოშკების “ტყვეობაში”, განიცდით საოცარ მეტამორფოზას, კარგავთ დროის განზომილებას დაგადადიხართ შუასაუკუნეების სამყაროში.წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий