вторник, 22 января 2013 г.
სვანური სამზარეულო
ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება.
თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.
სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან
სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება.წყარო
სვანური ენა
სვანური ენა ქართული ენის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენაა, ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან) ერთად წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი); ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი).წყარო
ცნობილი სვანები
ლევან ფილფანი
ლევან (ლეო) გალაქტიონის ძე ფილფანი (დ. 6 მაისი, 1934 — გ. 5 აგვისტო, 1995) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).
ლეო (ლევან) ფილფანი დაიბადა 1934 წლის 6 მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში. 1958 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1958-1973 წწ. სოხუმის დრამატული თეატრის,1973 წლიდან კი — რუსთავის დრამატული თეტრის მსახიობი. 1955 წლიდან კინოში იღებენ.
ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს, რომელთაგან აღსანიშნავია ონისე (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), ქადაგი (დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“), მერკუციო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ბეჟანა (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „იოდიპოს მეფე“), სიმონ რენარი (ვ. ჰიუგოს „მარიამ ტიუდორი“) და სხვ. სოხუმის თეატრში; ლევან ზარდიაშვილი (ვ. იაქაშვილის „წრთობა“), თავადი გვანგვა (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), კლავდიუსი (შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვ. რუსთავის თეატრში.
დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში („ხევსურული ბალადა“ (თორღვა), „ჯვარცმული კუნძული“ (რეზო), „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (გუჯა), „ჩვენი ეზო“ (კოტე) „დათა თუთაშხია“ (ბოდღო ყვალთავა), „მიზანი“ (ბოცო), „მარადისობის კანონი“ (მანუჩარ კიკვაძე), „მოკვეთილი“ (შევანა) და სხვ.
1963 წელს მიენიჭა აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტის წოდება.wyaro
2 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 100 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი 1/32-ფინალში რუმინელ დანიელ ბრატას დაუპირისპირდა.
2 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 100 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი 1/32-ფინალში რუმინელ დანიელ ბრატას დაუპირისპირდა.
ჟორჟოლიანმა რუმინელი ვაზარით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა და ვაზარის ქულა ჩაიწერა, ხოლო თავად ორი მიიღო.
1/16-ფინალში ჟორჟოლიანი აზერბაიჯანის წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ელმარ გასიმოვს თბილისის დროით 13:33 სთ-ზე შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ყაზახი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი იუკოთი დაამარცხა.wyaro
ავთანდილ მარგიანი - პოლიტიკოსიwyaro
ერეკლე საღლიანი- პოეტი, მწერალიwyaroფოლკლორი&ცეკვები
სამეგრელო ზემო-სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოლხური და სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით, დინამიურობითა და თავისთავადობით. ფოლკლორული მასალა მოიცავს - მუსიკას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობას, რომელთა დათვალიერება და მოძიება ტურისტს (მომხმარებელს) შეუძლია, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) დათვალიერებით, აგრეთვე შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებების მონახულებით.
კოლხურ ფოლკლორში აირეკლება ბარისათვის დამახასიათებელი /ცეკვა და სიმღერა/ კულტურა, მისი ისტორია ჩამოყალიბებიდან დღემდე. ხოლო სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში მთის კულტურა, მისი განვითარებისა და თვითმყოფადობის ყველა იერსახე საინტერესოდაა შემონახული.
ხალხური ხელოვნების გადარჩენასა და აუთენტურობის დაცვას, ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი ძირძველი კერების აღორძინებას ემსახურება პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.
საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის "ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის" საფუძველზე 2006 და 2007 წ.წ. ეროვნული სამოსით რეგიონში შეიმოსა 27 ფოლკლორული ანსამბლი. მათ შორის არიან უხუცესები, მოზარდები, მოზრდილები, აგრეთვე ოჯახური და სოფლის ანსამბლები. მათთვის შეძენილ იქნა აგრეთვე ეროვნული საკრავები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს, როგორც ხალხური შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო იერსახის შექმნას, ასევე კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხური ხელოვნების ცოცხალი მატარებლების მოძიების ხელშეწყობას.
საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის "ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის" საფუძველზე 2006 და 2007 წ.წ. ეროვნული სამოსით რეგიონში შეიმოსა 27 ფოლკლორული ანსამბლი. მათ შორის არიან უხუცესები, მოზარდები, მოზრდილები, აგრეთვე ოჯახური და სოფლის ანსამბლები. მათთვის შეძენილ იქნა აგრეთვე ეროვნული საკრავები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს, როგორც ხალხური შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო იერსახის შექმნას, ასევე კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხური ხელოვნების ცოცხალი მატარებლების მოძიების ხელშეწყობას.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში იმართება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლების გაცვლითი კონცერტები ყოველ მეორე წელს ხობში იმართება მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები. 2009 წლის სექტემბერში, ხობი რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალს უმასპინძლებს.
ზუგდიდში ჩამოყალიბებულია სალოტბარო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი უხუცესი ლოტბარი, ანსამბლ ”ოდოიას” ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა. რეგიონში მოღვაწეობენ ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეები - იროდი ტიკარაძე (ფოთი) და მურთაზ ციმინტია (წალენჯიხა), ისლამ ფილფანი, კანდიდ მერლანი (მესტია).
გავრცელებული საკრავი
ჭუნირი // ჭიანურიჭუნირი სამსიმიანი ხემიანი საკრავია, გავრცელებულია სვანეთში. ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. დღესდღეობით კი მხოლოდ სვანურ და რაჭულ ყოფას შემორჩა. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავარისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული; ხემისა და სიმებისათვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ჭუნირი // ჭიანური სიმღერის სააკომპანემენტო საკრავია - ცალკე ან რომელიმე დასარტყამ საკრავთან ერთად; სვანეთში ჭუნირი ჩანგთან ერთადაც ხშირად გამოიყენება. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ ყოფაშჳ ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში გაერთიანებისა. წმინდა ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰანგების სახითაა დაფიქსირებული; თუმცა, ძველად ყოფაში ჭუნირს (ჭიანურს)მიცვალებულის სულთან დაკავშირებული მისტიკურ-რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ჭუნირზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. მისი წყობა, ფანდურის მსგავსად, სეკუნდურ-ტერციულია: წყარო
понедельник, 21 января 2013 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)










