вторник, 22 января 2013 г.

ფოლკლორი&ცეკვები



სამეგრელო ზემო-სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოლხური და სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით, დინამიურობითა და თავისთავადობით. ფოლკლორული მასალა მოიცავს - მუსიკას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობას, რომელთა დათვალიერება და მოძიება ტურისტს (მომხმარებელს) შეუძლია, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) დათვალიერებით, აგრეთვე შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებების მონახულებით.
კოლხურ ფოლკლორში აირეკლება ბარისათვის დამახასიათებელი /ცეკვა და სიმღერა/ კულტურა, მისი ისტორია ჩამოყალიბებიდან დღემდე. ხოლო სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში მთის კულტურა, მისი განვითარებისა და თვითმყოფადობის ყველა იერსახე საინტერესოდაა შემონახული.
ხალხური ხელოვნების გადარჩენასა და აუთენტურობის დაცვას, ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი ძირძველი კერების აღორძინებას ემსახურება პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.
საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის "ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის" საფუძველზე 2006 და 2007 წ.წ. ეროვნული სამოსით რეგიონში შეიმოსა 27 ფოლკლორული ანსამბლი. მათ შორის არიან უხუცესები, მოზარდები, მოზრდილები, აგრეთვე ოჯახური და სოფლის ანსამბლები. მათთვის შეძენილ იქნა აგრეთვე ეროვნული საკრავები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს, როგორც ხალხური შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო იერსახის შექმნას, ასევე კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხური ხელოვნების ცოცხალი მატარებლების მოძიების ხელშეწყობას.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში იმართება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლების გაცვლითი კონცერტები ყოველ მეორე წელს ხობში იმართება მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები. 2009 წლის სექტემბერში, ხობი რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალს უმასპინძლებს.
ზუგდიდში ჩამოყალიბებულია სალოტბარო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი უხუცესი ლოტბარი, ანსამბლ ”ოდოიას” ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა. რეგიონში მოღვაწეობენ ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეები - იროდი ტიკარაძე (ფოთი) და მურთაზ ციმინტია (წალენჯიხა), ისლამ ფილფანი, კანდიდ მერლანი (მესტია).
გავრცელებული საკრავი  
ჭუნირი // ჭიანური

ჭუნირი სამსიმიანი ხემიანი საკრავია, გავრცელებულია სვანეთში. ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. დღესდღეობით კი მხოლოდ სვანურ და რაჭულ ყოფას შემორჩა. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავარისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული; ხემისა და სიმებისათვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ჭუნირი // ჭიანური სიმღერის სააკომპანემენტო საკრავია - ცალკე ან რომელიმე დასარტყამ საკრავთან ერთად; სვანეთში ჭუნირი ჩანგთან ერთადაც ხშირად გამოიყენება. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ ყოფაშჳ ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში გაერთიანებისა. წმინდა ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰანგების სახითაა დაფიქსირებული; თუმცა, ძველად ყოფაში ჭუნირს (ჭიანურს)მიცვალებულის სულთან დაკავშირებული მისტიკურ-რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ჭუნირზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. მისი წყობა, ფანდურის მსგავსად, სეკუნდურ-ტერციულია: წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий