სვანური სამზარეულო



სვანური სამზარეულო


ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებითმათ შორისაღსანიშნავიასულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშულიყველი პიტნით,ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველიმჭადის ფქვილში (ჭიშდვარიან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ)შეზელილი ყველის კვერიკუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორციშამ -სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებითთაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილისშეზელილი პიურეჭადი - სიმინდის კვერი და სხვამეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრისფხალიჭინჭარინაცარქათამა და სხვაღვეზელებირომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება.განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს(ლუცფექდა ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაციყენებენგადმოცემის თანახმადვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამსიმ წელიწადს ავად არ გახდება.

თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილითრომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის,წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევსსვანური მარილითდამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებითსვანურმარილს ცალკეც მიირთმევენ.

სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენრის გამოც ისინიარომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან

სვანეთში ვაზი არ ხარობსამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიანსასმელად უმეტესად იყენებენადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყსპოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიცსვანურისუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალირომლის წყაროები სვანეთში მრავლადმოიპოვება.წყარო
                                                   
          

                              
                              

Комментариев нет:

Отправить комментарий