ცნობილი სვანები


ლევან ფილფანი

ლევან (ლეო) გალაქტიონის ძე ფილფანი (დ. 6 მაისი1934 — გ. 5 აგვისტო1995) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).

ლეო (ლევან) ფილფანი დაიბადა 1934 წლის 6 მაისსმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში1958 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1958-1973 წწ. სოხუმის დრამატული თეატრის,1973 წლიდან კი — რუსთავის დრამატული თეტრის მსახიობი. 1955 წლიდან კინოში იღებენ.
ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს, რომელთაგან აღსანიშნავია ონისე (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), ქადაგი (დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“), მერკუციო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ბეჟანა (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „იოდიპოს მეფე“), სიმონ რენარი (ვ. ჰიუგოს „მარიამ ტიუდორი“) და სხვ. სოხუმის თეატრში; ლევან ზარდიაშვილი (ვ. იაქაშვილის „წრთობა“), თავადი გვანგვა (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), კლავდიუსი (შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვ. რუსთავის თეატრში.
დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში („ხევსურული ბალადა“ (თორღვა), „ჯვარცმული კუნძული“ (რეზო), „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (გუჯა), „ჩვენი ეზო“ (კოტე) „დათა თუთაშხია“ (ბოდღო ყვალთავა), „მიზანი“ (ბოცო), „მარადისობის კანონი“ (მანუჩარ კიკვაძე), „მოკვეთილი“ (შევანა) და სხვ.
1963 წელს მიენიჭა აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტის წოდება.wyaro



2 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 100 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი 1/32-ფინალში რუმინელ დანიელ ბრატას დაუპირისპირდა.

ჟორჟოლიანმა რუმინელი ვაზარით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა და ვაზარის ქულა ჩაიწერა, ხოლო თავად ორი მიიღო.

1/16-ფინალში ჟორჟოლიანი აზერბაიჯანის წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ელმარ გასიმოვს თბილისის დროით 13:33 სთ-ზე შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ყაზახი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი იუკოთი დაამარცხა.wyaro


ავთანდილ მარგიანი - პოლიტიკოსიwyaro








ერეკლე საღლიანი- პოეტი, მწერალიwyaro



Комментариев нет:

Отправить комментарий