მუზეუმი ცის ქვეშ



საქართველოს მთიანეთში ძველთაგანვე არსებული ტრადიციის თანახმადმორწმუნენიშეწირულობებით ამდიდრებდნენ ეკლესიებსამ ტრადიციის შედეგად სვანეთის ეკლესიებშიდაგროვილია მორწმუნეთა მიერ სხვადასხვა დროს შეწირული მდიდარი ისტორიული მნიშვნელობისმქონე მასალა ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთებისსამკაულებისსანადირო-საომარი იარაღის,ჯვარ-ხატებისნანადირევის რქებისნუმიზმატიკური ერთეულებისხელნაწერების და სხვათა სახით.მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმიანაწილი კი შემოტანილიხატისა და თემის რიდით ამსიმდიდრეს XX საუკუნემდე ხელს არავინ ახლებდაამჟამად ეკლესიებში არსებულ სიმდიდრესსახელმწიფო იცავსამ სიწმინდეების დიდი ნაწილი გამოფენილია დაბა მესტიაში სვანეთისისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებითსაცხოვრებელიკომპლექსებითკოშკებითსამეურნეო დანიშნულების ნაგებობებითორიგინალური ჩუქურთმებითშემკული ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

საქართველო იმთავითვე წარმოადგენდა მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტერესთაშეჯახების პოლიგონსმიმდინარეობდა გაუთავებელი ომები ქართული ტერიტორიების მიტაცებისა დასაქართველოზე მათი ჰეგემონიის გავრცელების მიზნითომების ეს ტალღა სვანეთამდეც აღწევდა.ამიტომ შემთხვევით არაარომ დროთა ვითარებაში სვანი კაცის საცხოვრისმა ციტადელის ფუნქციაშეიძინა.

სვანური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კოშკიაიგი წარმოადგენს 5X5 კვეთის მქონე ოთხკუთხა წაკვეთილი ფორმის ქვით ნაშენებ პირამიდასრომლის სიმაღლე 25 მეტრისფარგლებში მერყეობსკოშკი 4 ან 5 სართულიანიაზედა სართულზე დატანებულია სარკმელები,რომელთა შიგა ზომები გარეთაზე მეტიარაც მნიშვნელოვნად აფართოვებს მხედველობის არეს დაზრდის კოშკის თავდაცვისუნარიანობასფერდობთან ახლოს აგებული კოშკი აუცილებლად წიბოთიაორიენტირებული ფერდობისაკენკოშკის სივრცული ორიენტაციასაძირკვლის ნახევრად სფერულიფორმა და მასიურობა უზრუნველყოფს მის მდგრადობასრაც არაერთხელ დადასტურებულა სვანეთშიმომხდარი სტიქიური მოვლენების (ზვავიღვარცოფი და სხვადროს.

სვანეთის ტერიტორიაზე საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი საგუშაგო –სათვალთვალო კოშკების სისტემა.საშიშროების შემთხვევაში პირველ კოშკზე ანთებდნენ სპეციალურად მომზადებულ თივასალისდანახვისას იგივე მეორდებოდა ყოველ მომდევნო კოშკზე და მთელი ხეობა სწრაფად მოდიოდა საომარმზადყოფნაშიშეზღუდული ხილვადობის შემთხვევაში სიგნალი გადაიცემოდა თოფის გასროლით.

გარდა ამისაიყო მსხვილი საფორტიფიკაციო ნაგებობებირომლებიც კავკასიონის უღელტეხილებსაკონტროლებდნენმსგავსი ნაგებობების ნანგრევები შერჩენილიამაგალითადმდინარე ტვიბერისხეობაში ორი კარიბჭის სახით.

სვანური საცხოვრებელი სახლი (მაჩუბიდიდი ორსართულიანი შენობააპირველი სართულიგამოიყენებოდა საცხოვრებლად და პირუტყვის დასაბინავებლადმეორე სართულზე ინახავდნენ თივას.სახლი თბებოდა შუაცეცხლითაქვე მზადდებოდა საჭმელიცროგორც წესისახლი მიდგმული იყოკოშკზეოჯახის წევრთა რაოდენობა ოცდაათს და ზოგჯერ ასსაც აღწევდადღემდე შემორჩენილიარამოდენიმე ასეთი მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსიმაგალითადმულახის თემშიქალდანებისეზო-გარემო გარშემორტყმულია სამი მეტრი სიმაღლის გალავნითეზოში ამჟამადაც დგას ერთი კარგადშემონახული და ერთიც ნახევრად დანგრეული კოშკიაგრეთვე ეკლესია უნიკალური ჯვარ-ხატებით დასიწმინდეებითაქ აგრეთვე ყოფილა ერთი სამსართულიანი და ორი ორსართულიანი საცხოვრებელისახლიპურეულის სალეწი კალოდილეგები და საიდუმლო გვირაბირომელიც კომპლექსს გარესამყაროსთან აკავშირებდაანალოგიური საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გვხვდება დაბა მესტიაში დასოფლატალში.

სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი.სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისადმუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია.სიმღერები ძირითადად ეძღვნება ლაშქრობებსომებსომის გმირებსრელიგიურ თარიღებსსახელოვანმეფეებს (მაგალითად თამარ მეფეს), ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვაბევრი სიმღერაქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს (მაგალითად “ლილე” – ეძღვნებამზის ღვთაებას, “ქალთიდი” და სხვა).

როცა სვანეთის ცის ქვეშ ამ სიმღერებს ისმენთშემორკალული ხართ თოვლიანი მთებით და იმყოფებითკოშკების “ტყვეობაში”, განიცდით საოცარ მეტამორფოზასკარგავთ დროის განზომილებას დაგადადიხართ შუასაუკუნეების სამყაროში.წყარო
                  
                             

Комментариев нет:

Отправить комментарий